ამ ადამიანებმა შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ,
თქვენც დატოვეთ თქვენი კვალი მეცნიერებაში
ჩვენი სამეცნიერო პროექტები
ჩვენი პროექტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ გარემოს დაცვაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში
პროექტი * შტორმ ZR5
"ნულოვანი გამონაბოლქვი"
Project Storm ZR5 არის უნიკალური და ინოვაციური საავტომობილო კატალიზატორი, რომელიც ინტეგრირებულია მანქანის მაყუჩში, შექმნილია ნახშირბადის მონოქსიდის (CO) ემისიების შესამცირებლად 0.0%-მდე. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ჩატარდა და ამჟამად მუშავდება პროტოტიპი. Project Storm ZR5 შესაფერისია არა მხოლოდ ახალი და მეორადი მანქანებისთვის, არამედ სახლის გათბობის სისტემებიდან გამონაბოლქვი აირების გასანეიტრალებლად. გარდა ამისა, მას შეუძლია ქარხნებიდან და სხვა გაზის სისტემებიდან გამონაბოლქვი აირები ინერტულ ნეიტრალურ აირად გადააქციოს.
პროექტი * ხანგრძლივი სიცოცხლე
"ხანგრძლივი სიცოცხლის ახალი ფორმულა"
პროექტი LONG LIFE - ი არის თევზის ზეთის ბაზაზე დამზადებული ინოვაციური პროდუქტი, კერძოდ საკვებ დანამატი კაფსულების სახით, რომელის დანიშნულებაა თევზის ზეთის დახმარებით ორგანიზმში შეიტანოს დადებითი იონის მქონე ოზონი.
იმის გამო რომ თევზის ცხიმი კარგად ფერმენტირდება ორგანიზმში და თავად ნაკლებად შეიცავს ქოლესტერინს, ამიტომ მივანიჭეთ უპირატესობა ამ პროდუქტს და არა სხვა მცენარეულ ზეთებს.
როგორც აკრედიტებულმა ინსტიტუტებმა და სხვა კვლევებმა აჩვენეს დადებითი იონის მქონე ოზონის ეფექტურობა მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, ჩვენც ვსარგებლობთ ამ კვლევების საფუძველზე და გამოვიყენეთ თევზის ცხიმში გახსნილი დადებითი იონის მქონე ოზონი, რათა მოახდინოს ეფექტურობა იმ ინფექციების წინააღმდეგ , რომელიც იწვევს კუჭნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას, ასევე სისხლში მოხვედრის შემდეგ ეფექტურია იქ არსებული შლაკებისა და ქოლესტერინის სრული დაშლისთვის , რათა შემდეგ ადვილად გამოძევებული იქნეს თირკმელების გზით .
პროექტი * ტრენერი
პროექტი * ტრენერი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტი , რომლის მისიაა დაეხმაროს დამწყებ და პროფესიონალ მებრძოლებს გააუმჯობესონ დარტყმის სიზუსტე, ასევე განავითარონ სიჩქარე, ძალა და გამძლეობა. ტრენაჟორი გადაადგილებას შეძლებს და სრულად იქნება პროგრამირებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ის დაეხმარება მებრძოლებას არა მხოლოდ მოძრაობებისა და დარტყმების სიზუსტესა და სისწრაფის შემუშავებაში, არამედ შეძლებს ასწავლოს და შეასრულოს დარტყმების კომბინაციები როგორც საბაზისო, ისე პროფესიულ დონეზე
პროექტის ავტორი: ზეზვა ჯაიანი